მეცნიერთა აზრით ტანმაღალ ადამიანებში კიბოთი დაავადების რისკი მატულობს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 02.10.2015
ნანახია: 2449

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სიმაღლესა და კიბოთი დაავადების რისკს შორის კავშირი არსებობს. როგორც BBC-ი წერს, კვლევის თანახმად, რომლის დროსაც ექიმები 5 მლნ ადამიანს 50 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, სტატისტიკურად ასეთი თანაფარდობა მართლაც არსებობს.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, საშუალოდ ყოველ 10 სანტიმეტრზე რისკი იმისა, რომ მოზრდილ ადამიანს ონკოლოგიური დაავადება გაუჩნდეს, მამკაცებში 11, ქალებში კი 18 პროცენტით მატულობს. ამასთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკი მაღალ ქალებში 20 პროცენტზე მეტია, მელანომისა კი ორივე სქესის წარმომადენლებში 30 პროცენტზე მაღალი.

სიმაღლესა და ონკოლოგიური დაავადების რისკს შორის კავშირი ადრეც გამოვლინდა, თუმცა დღემდე ეს კავშირი აუხსნელი დარჩა.

მეცნიერების აზრით, სიმაღლესა და კიბოს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, თუმცა სიმაღლე შესაძლოა მარკერი აღმოჩნდეს ადამიანის სხვა გენეტიკური თვისებისა, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს დაავადებასთან.

ექსპერტების თქმით, ასევე დასაშვებია კავშირი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებსა და კიბოთი დაავადების რისკს შორის. „კიბო ერთი ნორმალური უჯრედის მუტაციაა. მაღალ ადამიანებს უფრო მეტი უჯრედი აქვთ“, - აცხადებს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი დოროთი ბენეტი.

ექიმები ტანმაღალ ადამიანებს ურჩევენ საშიში დაავადების თავიდან ასაცილებლად მოერიდონ თამბაქოს, შეამცირონ ალკოჰოლის მოხმარება და სწორად იკვებონ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე