ამინდის პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 18:30 | 28.03.2016
ნანახია: 1963

გარემოს ეროვნული სააგენტო 28 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდის განმავლობაში, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

"28 – 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, 29 - ში ზოგგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 29 მარტს +5, +10° - მდე დაიკლებს. 30 – 31 მარტს ნალექი შენარჩუნებული იქნება ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +9, +14° - ია მოსალოდნელი.

1 – 2 აპრილს გამოიდარებს და დათბება +16, + 21° - მდე", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, 3 აპრილს კვლავ გაწვიმდება და შედარებით აცივდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე