,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 11:48 | 28.03.2016
ნანახია: 3918

თავდაცვის მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში, პარლამენტის თავმჯდომარე და კომიტეტების ,,რესპუბლიკელი“ თავმჯდომარეები მიმდინარე კვირას თანამდებობებს დატოვებენ, - ამის შესახებ ,,პირველი რადიო“ იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიციას ტოვებს.

"არაოფიციალური ინფორმაციით, ეს საკითხი პარტიამ 26-27 მარტს ეროვნული კომიტეტის სხდომაზე განიხილა. კოალიციის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ "რესპუბლიკელებს" და "მრეწველებს" შორის და "რესპუბლიკელებსა" და ე.წ. მეჭიაურის დაჯგუფებას შორის დაპირისპირება მედიაში ნაკლებად აქტუალურია, კოალიციის შიგნით ეს დაპირისპირება ისევ მწვავეა და სწორედ ამის გამო, ხიდაშელი-უსუფაშვილი-ბერძენიშვილების პარტია კოალიციას დატოვებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის წინაპირობა ის არის, რომ პარტია "ქართულ ოცნებაში" სულ უფროაქტუალური ხდერბა, რომ ივანიშვილის დაფუძნებული პარტია მომავალ არჩევნებზე არაკოალიციური რეჟიმში გამოვიდეს", - წერს გამოცემა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე