ავღანეთის პარლამენტის შენობას რაკეტები ესროლეს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 28.03.2016
ნანახია: 1547

რაკეტები ესროლეს ქაბულში ავღნეთს პარლამენტის ახალ შენობას. ავღანური მედიის ცნობით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში უშიშროების ძალების თანამშრომლები შედიოდნენ, რათა პარლამენტარებისთვის ინტსრუქცია მიეცათ.

პარლამენტს სულ მცირე ოთხი რაკეტა მოხვდა. ”ავღანეთის პარლამენტი სარაკეტო იერიშის ქვეშ მოექცა. ჩამოვარდა მინიმუმ ოთხი რაკეტა”, - განუცხადა ადგილობრივ მედიას წყარომ.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შენობა ინდოეთის ხელისუფლების მიერ აშენდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე