ეკონომიკის სამინისტრო დაიწვა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 28.03.2016
ნანახია: 2863

ეკონომიკის სამინისტროს შენობაში, დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. შედეგად დამწვარია 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი და დაშავებულია ერთი ადამიანი.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის თაობაზე გამოძახება "112"-ში 06:05 საათზე დაფიქსირდა. დამწვარია შენობის მე-6 - მე-7 სართულებზე შეკიდული ჭერი, ასევე ოთახები 400-500 კვადრატული მეტრის ფართობზე.
ადგილზე 11 ბრიგადა მუშაობდა. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე