პაკისტანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 28.03.2016
ნანახია: 1560

პაკისტანში მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა, მათ შორის 30 ბავშვია, დაშავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის ქალაქ ლახორში ბავშვთა დასასვენებლ პარკში გუშინ აიფეთქა.
აფეთქების მომენტში პარკში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. დამსვენებელთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა პაკისტანელი ქრისტიანების მიერ კათოლიკური აღდგომის აღნიშვნას უკავშირდებოდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბების ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე