ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა ლიცენზიის მაძიებლებს და მფლობელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას გაუმარტივებს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 28.03.2016
ნანახია: 1382

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად, ელექტრონული ლიცენზირების პროგრამა შეიმუშავა, რომლის  საშუალებითაც ლიცენზიის მაძიებლებს და მფლობელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან  დაკავშირებული პროცედურები გაუმარტივდათ. ლიცენზირების ახალი პროგრამის პირობები საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო და ბიზნეს პორტალის პირველ მომხმარებლებს სიმბოლურად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა გადასცა.

ახალი პროგრამის მიხედვით, ლიცენზიის მაძიებლებს და მფლობელებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მიღება, გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა, ასევე 1 აპრილიდან 1 მაისამდე ბირთვული  და  რადიაციული  საქმიანობის  სალიცენზიო  პირობების  დაცვის შესახებ  ანგარიშგების წარდგენა;

ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლები და ლიცენზიის მფლობელები ბიზნეს პორტალის საკუთარ გვერდზე მიიღებენ  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს და წერილებს ბირთვული და რადიაციული  საქმიანობის  ლიცენზიების  გაცემასთან, გაუქმებასა და მასში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით ეცნობებათ საკუთარ  ელ. ფოსტაზე და მოკლე ტექტური შეტყობინებით;

ლიცენზიის მფლობელებს ბიზნეს პორტალის საკუთარ გვერდზე ექნებათ ერთიანი ბაზა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების პროცედურებთან დაკავშირებული საქმის წარმოების შესახებ;

 სიახლის   მიზანია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა  და  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის  ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობის გაზრდა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან ონლაინ რეჟიმში საშუალება ექნებათ ისარგებლონ სააგენტოს ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დაზოგონ დრო და ფინანსური რესურსი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე