საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველო, თბილისი - 11:49 | 27.03.2016
ნანახია: 1667

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. უწყება მათ ახსენებს თურქეთის პოლიციის რეკომენდაციას ამ დღეებში შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით და მათ ურჩევს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ.

"ვრცელდება თურქეთის პოლიციის რეკომენდაცია, რომ შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობა შეძლებისდაგვარად მოერიდოს საზოგადოებრივ და რელიგიურ დაწესებულებებსა და ხალხმრავალ ადგილებს," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე