მორიგი აღმოჩენა შუახევში

საქართველო, თბილისი - 12:58 | 21.09.2015
ნანახია: 2112

მორიგი აღმოჩენა შუახევში. მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში, კერძოდ კი ,,ქაშუეთის ‘’უბანში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.
გათხრების შედეგად გამოიკვეთა განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული
(XI-XIIIსს ) დარბაზული ტიპის ეკლესია თავისი სამარხებით. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის კერამიკის ფრაგმენტები, რომლების ასევე ამ პერიოდით თარიღდება.

გათხრები  მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაიწყო და  ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მისი ბიუჯეტი კი 5800 ლარს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე