7 აპრილს თემურ თათარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:48 | 25.03.2016
ნანახია: 1880

7 აპრილს, საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზში, მომღერალ თემურ თათარაშვილის 50 წლისამი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება. 

ღონისძიება თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ თემურ თათარაშვილი ქართველი მსენელის წინაში მეგობრებთან ერთად წარსდგება. მომღერალი თავისი შემოქმედების განვლილ გზას კიდევ ერთხელ გაიხსენებს და გრანდიოზულ საღამოს შესთავაზებს საზოგადოებას. 
როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ კულტურის პალატაში განუცხადეს, პალატის მიზანია კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების თანადგომა და მხარდაჭერა.

მათივე ინფორმაციით, საღამო სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე