Playboy-ის იმპერია შესაძლოა 500 მლნ დოლარდ გაიყიდოს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 25.03.2016
ნანახია: 1559

კომპანია Playboy Enterprises-ის მფლობელი ჰიუ ჰეფნერი, რომელსაც ჟურნალი Playboy ეკუთვნის, მის გაყიდვას არ გამორიცხავს.

მანამდე 200 მლნ დოლარდ გაიყიდა ჰეფნერის სახლი.

Wall Street Journal-ის მონაცემებით, კომპანია შესაძლოა 500 მლნ დოლარად შეფასდეს. Playboy Enterprises-ი სავარაუდოდ ნაწილ-ნაწილ გაიყიდება.

1953 წელს დაფუძნებული ჟურნალი 20 წლისთავზე 5,6 მლნ-იანი ტირაჟით იყიდებოდა, ახლა კი გამოცემის ტირაჟი მხოლოდ 800 ათასს შეადგენს.

გასულ წელს ჟურნალმა შიშველი ფოტოების დაბეჭვდაზე უარი თქვა. Playboy Enterprises-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მომხარებლებისთვის ის საინტერესო აღარ იყო, რადგან ინტერნეტმა ჟურნალი კომერციულად არარენტაბელური გახადა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე