ბელგიის ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის დონე შეამცირა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 25.03.2016
ნანახია: 1573

ბელგიის ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხე მესამე დონემდე შეამცირა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა განაცხადა. თუ როგორ აისახება ეს ფაქტი უსაფრთხოების ზომებზე, უცნობია.

აფეთქებებს 34 ადამიანი ემსხვერპლა 300-მდე კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო და ახალი აფეთქებებით დაიმუქრა. მესამე დღეა ბელგია გარდაცვლილებს გლოვობს.

გუშინ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას აპირებდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა მისი გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე