სირიის არმია პალმირას დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 24.03.2016
ნანახია: 1499

სირიის არმიამ პალმირას დასავლეთ ნაწილი დაიკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სამთავრობო ჯარები ქალაქის სიღრმისკენ მიიწევენ. ღამით საარტილერიო დაბომბვისას ”ისლამური სახელმწიფოს” შტაბი განადგურდა.

მოსახლეობის უმეტესობამ პალმირა გასული წლის მაისში ჯართან ერთად დატოვა. ახლა იქ 15-20 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. მებრძოლებმა მათ ქალაქის დატოვებისკენ და ტერორისტების მიერ კონტროლირებად დეირ-ეზ-ზორსა და ეს-სუხნაში გადასვლისკენ მოუწოდეს. გზას, რომელიც პალმირას ჰომსთან და დამასკოსთან აკავშირებს, მთლიანად სირიის არმია აკონტროლებს.

თვითმხილველების თქმით, ჯარის გადაადგილებას ხელს უშლის მებრძოლების მიერ დანაღმული ადგილები. არ არის გამორიცხული, რომ დანაღმული იყოს ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალის ტერიტორია პალმირას სამხრეთ-დასავლეთით, სადაც ანტიკური ქალაქის ნანგრევები მდებარეობს.

სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, მებრძოლებმა მთლიანად დაანგრიეს ემირ ფახრედინის უძველის ციხესიმაგრე. ააფეთქეს მეორე საუკუნით დათარიღებული ტრიუმფალური თაღი, რომაული ეპოქის სალოცავები, გაძარცვეს ეროვნული მუზეუმი და პალმირას ნეკროპოლი - პატრიციების სვეტებიანი სამარხები.

ექსტრემისტები ანტიკური ისტორიის ექსპონატებს მკრეხელობად მიიჩნევენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ისტორიკოსები ამ ბარბაროსულ ქმედებებს ომის დანაშაულად აფასებენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე