Charlie Hebdo-მ ბრიუსელის ტერაქტების კარიკატურა გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 24.03.2016
ნანახია: 1634

ფრანგულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ თავის საიტზე ბრიუსელის ტერაქტების კარიკატურა გამოაქვეყნა.

ნახატზე გამოსახულია სამი ეჭვმიტანილი, რომლებსაც ნივთები ურიკებით მიაქვთ. სურათი სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრს იმეორებს . კარიკატურას დართული აქვს წარწერა: ”ტერორისტების უკანასკნელი სიტყვები: შენ ფანჯარასთან იქნები, თუ გასასვლეთან?”

კარიკატურასთან ერთად რედაქცია იხსენებს ტერაქტებს, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მოხდა. მაშინ ამერიკელმა ფინანსისტმა ნასიმ ნიკოლას ტალებმა ტერორისტულ თავდასხმას ”შავი გედი” უწოდა. ”იშვიათი მოვლენა, რომელიც გვაიძულებს გადავხედოთ მსოფლმხედველობას”, - აღნიშნავს Charlie Hebdo.

”კაცობრიობას ემახსოვრება ეს თარიღი, ისევე როგორც 7 იანვარი და 13 ნოემბერი”, - წერს ჟურნალი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე