ჯონ კერი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:07 | 24.03.2016
ნანახია: 1526

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოსკოვშია. ჯონ კერი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, სადაც, სავარაუდოდ, საუბარი სირიასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლს შეეხება.

ჯონ კერი თავის გერმანელ კოლეგას უკვე შეხვდა, რომელიც ვიზიტის ფარგლებში მოსკოვში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი უკრაინის საკითხსაც შეეხება. დისკუსიის თემა უსაფრთხოება და ბელგიაში განხორციელებული ტერაქტიც იქნება.

ხვალ ჯონ კერის უკვე ბრიუსელში ელოდებიან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე