ერთ-ერთმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა სიკვდილის წინ წერილი დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 24.03.2016
ნანახია: 1536

ერთ-ერთმა ტერორისტმა, რომელმაც ბრისულში 22 მარტს თავი აიფეთქა, სიკვდილის წინ თავის კომპიუტერში წერილი დატოვა. ამის შესახებ ბელგიის მთავარმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლეუმ განაცხადა.

მისი თქმით, გამომძიებლებმა ტერორისტების საცხოვრებელი სახლის გვერდით ნაგვის ბუნკერში იპოვეს კომპიუტერი, სადაც შემდეგი გზავნილი ინახებოდა: ”არ ვიცი რა გავაკეთო, მეძებენ, თუ დავნებდები - ციხეში ჩამსვამენ”.

პროკურატურის თანახმად, წერილი დატოვა ბელგიის 29 წლის მოქალაქემ იბრაჰიმ ბაკრაუიმ. გამოძიება მიიჩნევს, რომ აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ მან აამოქმედა.

მაალბეკის მეტროსადგურში აფეთქებები მისმა ძმამ 27 წლის ხალიდმა, ნაჯიმ ლახრაურთან ერთად განახორციელა. ლახრაურს პოლიცია ეძებდა, მაგრამ ფრანგული მედიის ინფორმაციით, ისიც თვითმკვლელთა შორის ამოიცნეს.

სახლში, სადაც სავარაუდოდ ტერაქტების ორგანიზატორები ცხოვრობდნენ, 15 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე