ბრიუსელში მყოფი პარლამენტის წევრები თბილისში დაბრუნდნენ

საქართველო, თბილისი - 10:14 | 24.03.2016
ნანახია: 1876

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები გერმანიისა და ჰოლანდიის გავლით თბილისში დაბრუნდნენ. დეპუტატები ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მსოფლიომ ტერორიზმის წინააღმდეგ კოორდინირებული მუშაობა უნდა გააძლიეროს.

ქართველი კანონმდებლები ბრიუსელში ევრონესტის სესიას ესწრებოდნენ, რომელიც ტერაქტებიდან რამდენიმე საათში გაიმართა.

შეკრებილებმა რამდენიმე პოლიტიკური რეზოლუცია მიიღეს, მათ შორის ტერორიზმისა და ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე