ბრიუსელის ტერაქტებში ძებნაში მყოფი ეჭვმიტანილი თვითმკვლელთა შორის ამოიცნეს

საქართველო, თბილისი - 10:08 | 24.03.2016
ნანახია: 1646

ნაჯიმ ლახრაუი, რომელიც ბრიუსელის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა, თვითმკვლელებს შორის ამოიცნეს.

ფრანგული მედიის ცნობით, ლახრაუი გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად ამოიცნეს. სავარაუდოდ სწორედ მან დაამზადა ბომბები, რომელიც კამიკაძეებმა ბრიუსელსა და პარიზში აამოქმედეს.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლახრაუი პირველი აფეთქების შემდეგ გაიქცა, მედია მისი დაკავების შესახებაც იტყობინებოდა.

თუმცა დადგინდა, რომ ის სამი თვითმკვლელიდან ერთ-ერთი იყო. ორი სხვა ტერორტის ვინაობაც ცნობილია, ისინი ძმები ხალიდ და იბრაჰიმ ბრაკაუები არიან. გამოძიების თანახმად, ხალიდ იბრაჰიმმა ბომბი მეტროში აიფეთქა, მისმა ძმამ და ლახრაუიმ კი თავი აეროპორტში აიფეთქეს.

ამასთან პოლიცია დარწმუნებულია, რომ თვითმკვლელებს მინიმუმ ერთი თანამზრახველი კიდევ ჰყავთ, რომელმაც აეროპორტში შახიდის ქამარი დატოვა და გაიქცა. მისი ვინაობა დგინდება.

ბრიუსელში 22 მარტს ტერაქტებს 34 ადამიანი ემსხვრპლა, 300-მდე კი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე