აშშ რუსეთს მოუწოდებს ავიადარტყმები მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განახორციელოს

საქართველო, თბილისი - 09:24 | 02.10.2015
ნანახია: 1924

თეთრმა სახლმა რუსეთს მოუწოდა სირიაში ავიადარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ზუსტად განახორციელოს. თეთრი სახლის განცხადებით, ორი ქვეყნის სამხედრო პირების მოლაპარკებები პირველ რიგში ამერიკელი მფრინავების უსაფრთხოებას ეხებოდა.

ამერიკის პრეზიდენტის პრეს-მდივნის ჯოშ ერნესტის ინფორმაციით, 1 ოტქომბერს გაიმართა ვიდეოკონფერენცია პენტაგონსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის.

ერნესტმა შეშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ რუსული თვითმფრინავები ავიადარტყმებს ახორციელებდნენ იმ რაიონებში, სადაც „ისლამური სახელმიწფოს“ მებრძოლების გადაადგილება არ შეინიშნებოდა. პრეს-მდივნის თქმით, აღნიშნულ რაიონებში იმყოფებოდნენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის შეიარაღებული მოწინააღმდგეები, რომლებსაც მხარს დასავლეთი უჭერს.

ერნესტის თქმით, სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ განურჩეველი საომარი მოქმედებების წარმოება საშიშია თავად რუსეთისთვისაც. „ ამან შესაძლოა მხოლოდ გააგრძელოს კონფლიქტი სირიის შიგნით და ის დაუსრულებელი გახადოს, ასევე არსებობს რისკი იმისა, რომ ამ კონფლიქტში თავად რუსეთიც აღმოჩნდეს ჩათრეული“, - აღნიშნა ერნესტმა.

რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცებით, ყველა განადგურებული სამიზნე ისლამისტებს ეკუთვნოდათ. რუსული მხარე ასევე გამორიცხავს რუსეთის ავიაციის მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე