ბელგიური მედიის ცნობით ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებები ორმა ძმამ მოახდინა

საქართველო, თბილისი - 13:37 | 23.03.2016
ნანახია: 1559

ორი თვითმკვლელი ტერორისტი, რომლებმაც ბრიუსელის აეროპორტში აფეთქება მოახდინეს, ძმები ხალიდ და რახიმ ბაკრაუები იყვნენ. ამის შესახებ ტელეარხი RTBF  პლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ტერორისტები კადრებში აეროპორტის სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. მათთან ერთად კადრებში მესამე პირიც ჩანს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ უცნობია.

ძმები ბელგიაში ცხოვრობდნენ, ხალიდი ფორის კომუნაში სახლს სხვა გვარით ქირაობდა, სწორედ ამ სახლში 16 მარტს პოლიციელებთან შეტაკება მოხდა. სახლში სალახ აბდესლამის ანაბეჭდები აღმოჩნდა, რომლის წაყლობითაც ის სამი დღის შემდეგ დააპატიმრეს.

ამასთან ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იან იამბონმა განაცხადა, რომ აეროპორტში მომხდარ აფეთქებასა და აბდესლამის საქმესთან კავშირი პოლიციას ჯერ არ დაუდგენია.

22 მარტს ბრიუსელის აეროპორტსა და მაელბეკის მეტროსადგურში მომხდარ აფთქებას 34 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა. ტერაქტებზე პასუხიმგებლობა ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე