ბრიუსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა, სწავლა განაახლეს სკოლებმაც

საქართველო, თბილისი - 13:18 | 23.03.2016
ნანახია: 1478

გუშინდელი ტერაქტების შემდეგ ბრიუსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა.


ტელეარხ RTL-ის ინფორმაციით, ბრიუსელის მთავარი სარკინიგზო სადგურები გახსნილია.

განსხვავებული ვითარებაა მეტროპოლიტენის მუშობასთან დაკავშირებით. დილიდან 169 სადგურიდან მხოლოდ 16 გაიხსნა.

ყველა სახის ტრანსპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ტერორისტული საფრთხის მაღალი დონის მიუხედავად, ქალაქში მუშაობა განაახლა სკოლებმაც.

გუშინ ბრიუსელის აეროპორტსა და მაელბეკის მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებებს 34 ადამიანი ემსხევრპლა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე