„ჩემი მეუღლე და ვაჟი ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდნენ“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:45 | 22.03.2016
ნანახია: 2820

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება.

„ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს იმ ტერმინალში ბრიუსელის აეროპორტში, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს ტერორისტებმა, ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ. როცა მე ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ გამოფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე იმ მსხვერპლის ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს არ არის უკანასკნელი. ფაქტის კონსტანტაციაა საჭირო, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს არის ბიუროკრატიის, სისუსტისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების არცოდნის ბრალი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე