ბრიუსელში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 22.03.2016
ნანახია: 1784

კიდევ ერთი აფეთქება ბრიუსელში. აფეთქება იმ ქუჩაზე მოხდა, სადაც ევროპის ინსტიტუციების შენობებია განლაგებული. როგორც რია ნოვოსტი წერს, აფეთქება სავარაუდოდ, გამნაღმველების მუშაობის დროს მოხდა. მათ საეჭვო პაკეტი გაანადგურეს.ბელგიის ფედერალური პოლიციის განცხადებით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება.

მანამდე ბელგიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა. აეროპორტში მომხდარ ძლიერ აფეთქებებს წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაიჭრა. აფეთქებები მოხდა ბრიუსელის ორ მეტროსადგურშიც, მეტროში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე დაიჭრა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობა საგანგებო თათბირებს მართავს.

ქალაქში დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, მეტროსადგურები. შემოღებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე.

 

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე