ბელგიამ საზღვრები ჩაკეტა - მთავრობა საგანგებო რეჟიმზე გადადის

საქართველო, თბილისი - 14:29 | 22.03.2016
ნანახია: 1857

ბელგიამ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო საზღვრები ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია RTBF ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დღეს ბელგიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა. აეროპორტში მომხდარ ძლიერ აფეთქებებს წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაიჭრა. აფეთქებები მოხდა ბრიუსელის ორ მეტროსადგურშიც, მეტროში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით 10-მდე ადამიანი დაიღუპა, 15-მდე კი დაიჭრა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობა საგანგებო თათბირებს მართავს.

ქალაქში დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, მეტროსადგურები. შემოღებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე