ბრიუსელის მეტროსადგურებში აფეთქებებს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:26 | 22.03.2016
ნანახია: 1582

ბრიუსელის მეტროსადგურებში მომხდარ აფეთქებებს 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 15-მდე კი დაიჭრა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დღეს ბელგიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა. პირველი აფეთქებების ხმა აეროპორტში გაისმა. ორ ძლიერ აფეთქებას წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაიჭრა. როიტერის ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი თვითმკვლელმა განახორციელა.

ქალაქში დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, მეტროსადგურები. შემოღებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე