ავღანეთში ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 08:57 | 02.10.2015
ნანახია: 2125

ავღანეთში ამერიკულმა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიციდა. შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი სამხედრო მოსამსახურე.

NBC News-ის ინფორმაციით თვითმფრინავი С-130 „ჰერკულესი“ ადგილობრივი დროით შუაღამის შემდეგ ჯალალაბადის აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა.

ეკიპაჟის ხუთი წევრი აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე იყო, ხუთი - სამოქალაქო კონტრაქტორი. ორი მშვიდობიანი ავღანელი კი იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

C-130 „ჰერკულესი“ ფართოდ გამოიყენება სამხედრო ოპერაციების დროს ავღანეთსა და ერაყში. თვითმფრინავით შესაძლებელია 72 ეკიპირებული ჯარისკაცის გადაყვანა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე