ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი თვითმკვლელმა განახორციელა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 22.03.2016
ნანახია: 2143

ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტი თვითმკვლელმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დღეს ბელგიის დედაქალაქში აფეთქებების სერია მოხდა. აეროპორტში მომხდარ ძლიერ აფეთქებებს წინასწარი მონაცემებით 17 ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაიჭრა. აფეთქებები მოხდა ბრიუსელის ორ მეტროსადგურშიც. ამ ორი აფეთქების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქალაქში დაიკეტა სკოლები, საბავშვო ბაღები, მეტროსადგურები. შემოღებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე