სტანისლავ ბონდარენკო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღებს მონაწილეობას?

საქართველო, თბილისი - 19:10 | 21.03.2016
ნანახია: 2751

ტელეკომპამნია „იმედი“ მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ ემზადება. როგორც შოუს ორგანიზატორები საუბრობენ, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რიგით მეექვსე სეზონი, ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს თავის მაყურებელს.

როგორც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრმა, გოჩა ჩეტკოევმა გადაცემაში „იმედის დრო“ განაცხადა, რომ წელს ქართველი მაყურებელი, აღნიშნულ პროექტში, ბევრ უცხოეულ ვარსკვლავს იხილავს, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნება ამ სიაში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტში ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ქართველი გოგონების გულთამპყრობელი სტანისლავ ბონდარენკო მიიღებს მონაწილეობას.

გოჩა ჩეტკოევის განცხადებით, „ცეკვავენ ვარკსვლავების“ მეექვსე სეზონი საერთაშორისო იქნება, რომელიც აპრილში დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე