ჯაფარიძე ფარულ ჩანაწერებზე: აუცილებელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა

საქართველო, თბილისი - 18:48 | 21.03.2016
ნანახია: 1460

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩი“ წარმომადგენლები, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერები პოლიტიკურ ფიგურებზე ან საჯაროთ აქტიურ პირებზე შეიძლება არსებობდეს და შეიძლება რუსული პრესსამსახურების ხელში მოხვდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით აუცილებელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოებს ნდობა აქვთ დაკარგული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე