ზვიად ქორიძე: პრეზიდენტმა 2 წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 18:03 | 21.03.2016
ნანახია: 1475

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს აწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა და სწორედ ამის გამო, ორი წლის წინპრეზიდენტის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებით უვადო მსჯავრდებულს შეწყალებაზე მოთხოვნის შეტანის უფლება მიეცა.

„პრეზიდენტის ინიციატივით, 25 წლიანმა ვადამ დაიწია 15 წლამდე და უვადო მსჯავრდებულების საკითხს, რომლებსაც 15 წელი საპატიმრო სასჯელი აქვთმოხდილი, შეწყალების კომისია არსებითად განიხილავს ", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მისი განცხადებით, კომისია ისედაც განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს და რეკომენდაციებს წარუდგენს პრეზიდენტს.

„ამ 2 წლის განმავლობაში 8 უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავად ნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას, ვადიან მსჯავრზე გადაყვანას.

ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადო მსჯავრდებულის  სკითხი.

ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულთა დანაშაულები, რის გამოც მათ მსჯავრი დაედოთ საკმაოდ მრავალმხრივია და დანაშაულების საკმაოდ ფართო სპექტრია. კომისია ცალკეული ამ დანაშაულებისდეტალებსაც სწავლობს.

ხშირად ყოფილა, როდესაც ჩვენ შევხვდით უვადო მსჯავრდებულებს და ვესაუბრეთ, ამის შემდგომ გარკვეული გადაწყვეტილება გამოუტანია კომისიას და შემდგომ პრეზიდენტს", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე