ჯონ კერი საქართველოში სავარაუდოდ ივნისში ჩამოვა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 21.03.2016
ნანახია: 2001

ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოში სავარაუდოდ ივნისში ჩამოვა, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.

„როდესაც სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა მეც ვაშინგტონში ვიყავი. მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კერი მე პირადათაც მესაუბრა ამ ვიზიტის შესახებ და სავარაუდო თარიღათ ივნისის თვე დამისახელა, მაგრა ზუსტი დრო ჯერ არ ვიცი ამიტომ შეხვედრების ზუსტი განრიგი ამ ეტაპზე არ მოგვიმზადებია” - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯონ კერიმ საქართველოში სტუმრობის სურვილი ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე