"დიახ, სამება იწვის!"- რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ 2005 წლის 3 იანვარს?!

საქართველო, თბილისი - 21:06 | 20.03.2016
ნანახია: 10649

დღეს, რამდენიმე საათის წინ, ხანძარი გაჩნდა სამების საკათედრო ტაძარში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ცეცხლს 15 სახანძრო მანქანა აქრობდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

"მეგობრებო, სულ ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გადაიცა შემზარავი კადრები წმიდა სამების ტაძრიდან, რომელიც კვამლშია გახვეული. დიახ, სამება იწვის!!! 

აი, რა იწინასწარმეტყველა ამასთან დაკავშირებით ქალბატონმა ლელამ 2005 წლის 3 იანვარს (წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა გაზეთშიც და წიგნებშიც):
ვხედავ, საქართველო უფრო იძაბება. სარწმუნოებას კვლავ ბრძოლას უცხადებენ. ერთი პერიოდი თითქოს შეჩერდება ყოველივე, მაგრამ ეს დროებითია.
ვხედავ, თითქოს ოსმალო შემოესია საქართველოს, ცდილობენ ცეცხლი წაუკიდონ მთელი ქვეყნის ეკლესიებს. ვხედავ ბინძურ ჩანაფიქრს, ვხედავ მცდელობას, რომ დაწვან სამების ტაძარი!!! ცეცხლი ინთება, მაგრამ უფალი არ დაუშვებს ამ ბარბაროსობას! იგი აღკვეთს ურწმუნოთა ქმედებას და დასჯის მათ სახალხოდ და იქნება ყოველივე და ყველაფერი ხილული მთელი ქვეყნისათვის, რათა გამოფხიზლდეს და გონს მოეგოს ხალხი.
ეს ფაქტი მთელ საქართველოს გააღიზიანებს", - წერს ლელა კაკულია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე