გიორგი კვირიკაშვილი მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს

საქართველო, თბილისი - 08:00 | 21.03.2016
ნანახია: 1447

21 მარტს 12:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარნეულს ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს მიულოცავს. 

ხვალვე 13:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მირზა-ფათალ ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში, ეთნიკურ აზერბაიჯანელ სტუდენტებს  შეხვდება. გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმას პირადად გააცნობს და მათ ხედვას მოისმენს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე