დღეს, ახალი 2016 წელი იწყება - რას გვირჩევს ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი?!

საქართველო, თბილისი - 16:27 | 20.03.2016
ნანახია: 2972

დღეს, თბილისის დროით 8:31 საათზე ახალი 2016 წელი იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ავრცელებს.

"დღეს, 20 მარტს 8:31 წუთზე თბილისის დროით, იწყება ახალი 2016 წელი, მარსის წელი. სწორედ დღეს არის ნამდვილი ახალი წელი, რომელიც ბუნებამ დააწესა და არა ადამიანმა. მოგილოცავთ სულით და გულით, სიკეთე და ჰარმონია გქონოდეთ სამყაროსთან, ადამიანებთან. სიყვარული გქონოდეთ .
დღევანდელ დღეს დიდი ძალა აქვს, და შეხვდით პოზიტივით , გაეცით დადებითი ემოციები და იქნებით ესეთი მთელი წელი.
ისწავლეთ სამყაროს ენა, შეიცანით საკუთარი თავი და ბედნიერება არასოდეს მიგატოვებთ, რადგან ჩვენ არ ვართ წვალებისთვის დაბადებულები . შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა და ვმართოთ უკეთესობისკენ. ხალხი უნდა გაერთიანდეს ერთი იდეის, აზრის ქვეშ და შედეგიც არ დააყოვნებს.
მრავალ ახალ წელს დაესწარით!", - განაცხადა ასტროლოგმა თორნიკე ბიძინაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე