მკვლევარები: ბრიტანელებს სექსი სოციალურმა ქსელებმა შეუცვალა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 20.03.2016
ნანახია: 1583

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ  ახალგაზრდა ბრიტანელების სექსუალური აქტივობა ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით ორჯერ შემცირდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამაში დამნაშავე საძინებელში  `დასახლებული~ სმარტფონები და პლანშეტებია.

მათ, ვინც შიშობს, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები უნაყოფო რობოტებად გარდაიქმნებიან, შეშფოთების ახალი მიზეზი გაუჩნდათ.  ნაციონალური ცენტრის სოციალური კვლევისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევები ბრიტანელთა სექსუალური აქტივობის შესახებ.

მკვლევარებმა გამოკითხეს 16-დან 44 წლამდე ასაკის 15 000 ადამიანი. აღმოჩნდა, რომ 2013 წელს ბრიტანელებს სექსი თვეში საშუალოდ ხუთჯერ ჰქონდათ. ანალოგიურ კვლევებთან შედარებისას, რომელიც 1991 წელს გამოქვეყნდა, აღმოჩნდა, რომ ბრიტანელები სექსით ორჯერ ნაკლებად კავდებიან.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ასეთი შედეგი გამოწვეულია ცხოვრების წესის შეცვლით და თანამედროვე ტექნოლოგიით. `ადამიანებს აქვთ პლანშეტები და სმარტფონები, საძინებელში მათ ურჩევნიათ ურთიერთობა `ტვიტერის~, `ფეისბუკის~ და ელექტრონული ფოსტის საშუალებით~, _ განაცხადა კაზ მერკერმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დოქტორმა.

ასევე, მკვლევარების აზრით, თავისი წვლილი სექსუალური აქტივობის შემცირებაში შეიტანა ონლაინ-პორნოგრაფიამ, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, თავად დაიკმაყოფილონ სექსუალური მოთხოვნილება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე