ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დღემდე შეუსწავლელი ქართული ხელნაწერი ინახება

საქართველო, თბილისი - 16:05 | 18.03.2016
ნანახია: 1972

ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ბიბლიის ტექსტების ქართული ხელნაწერი ინახება. ამის შესახებ ბიბლიოთეკის თანამშრომელი ისტორიკოსი გიორგი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს და ხელნაწერის ფოტოს აქვეყნებს. ქავთარაძის თქმით, საუბარია დღემდე შეუსწავლელ, არაკატალოგიზირებულ ხელნაწერზე. ტექსტი ნუსხა-ხუცურით არის დაწერილი და თან ახლავს წმ. ლუკა მახარებლის ფერადი გამოსახულებაც.

ბიბლიოთეკარმა ნიკოლე ფიურთინგნმა გიორგი ქავთარაძეს შესაძლებლობა მისცა გადაეღო ხელნაწერის პირველი და ბოლო გვერდების ფოტოსურათები. ფიურთინინგის თქმით, ბიბლიოთეკამ ხელნაწერი 2012 წელს ამსტერდამში კერძო პირისგან შეიძინა. მცირე ზომის გამო ხელნაწერი დიგიტალიზაციას არ ექვემდებარება. როგორც გიორგი ქავთარაძე აღნიშნავს, ის ადგილზე კოდიკოლოგებმა და ტექსტოლოგებმა უნდა შეისწავლონ.

 ”ამ შესანიშნავი აღმოჩენის წყალობით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა კიდევ უფრო გამდიდრდა”, - წერს გიორგი ქავთარაძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე