ტუტანჰამონის სამარხში ორი ოთახი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 17.03.2016
ნანახია: 2955

ტუტანჰამონის სამარხში მინიმუმ, კიდევ ორი ოთახი არსებობს, რომელშიც ლითონისა და ”ორგანული წარმოშობის” ნივთები ინახება. ამის შესახებ ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა მამდოჰ ელდამატიმ განაცხადა. მისი თქმით, ოთახების არსებობა რადიოლოკაციური სკანირების მეშვეობით დადგინდა.

მინისტრის განცხადებით, სკანირების საფუძველზე გაკეთებული დასკვნების სიზუსტე 90 პროცენტს შეადგენს.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სამარხში აღმოჩენილ ოთახებში შესაძლოა ნეფერტირტის საძვალე იყოს.

ნეფერტიტი ძველი ეგვიპტის დედოფალი 1351-1334 წელბში იყო. ის ფარაონ ამენხოტეპის ცოლი და ტუტანჰამონის დედინაცვალი იყო.

ტუტანჰამონი 19 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ბრიტანელი არქეოლოგი ნიკოლას რივზი მიიჩნევს,რომ ის სამარხის წინა ნაწილში დაკრძალეს, რომელიც თავდაპირველად სავარაუდოდ ნეფერტიტესთვის იყო განკუთვნილი.

რივზმა გასულ წელს ტუტანჰამონის სამარხის ფრესკებზე ორი კარის კვალი აღმოაჩინა. მეცნიერმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ეს კარი ნეფერტიტის სამარხში გადიოდეს. ამის შემდეგ არქეოლოგებმა მიიღეს გადაწყვეტილება სამარხის სკანირების შესახებ.

ტუტანჰამონის სამარხი 1922 წელს არის აღმოჩენილი.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე