„შვილები გყავთ? ისევ ვიყინებით“ - რა ხდება „თეატრი ათონელზე“?!

საქართველო, თბილისი - 16:15 | 17.03.2016
ნანახია: 2698

საბავშვო თეატრალური სტუდია „მაჩაბელას“ ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მსახიობი, „ყაზტრანსგაზს“ საჯაროდ მიმართავს..

„ყაზტრანსგაზი, თქვენ შვილები გყაავთ!? ისედაც ნახევრად დამწვარი თეატრი „თეატრი ათონელზე“, რომელიც საკუთარი ძალებით ცდილობს რეაბილიტაციას, არანაირი სახლემწიფოწბრივი დახმარება და თანადგომაც კი არაა, ესეც არ გვაკმარეთ და სამი კვირის წინ გადარიცხული თანხა გათბობის დასამონტაჟებლად ისევ დასამონტაჟებელია, ისევ ვიყინებით, ისედაც საგრიმიოროში შეყუჟული ბავშვები…. თქვენი შვილები რომ ყოფილიყვნენ ხო გააკეთებდით 1 ან 2 დღეში, მაგრამ რაში გაინტერესებთ სხვისი ბავშვები? არავინ არ გთხოვთ დახმარებას, შენანებას ან თანადგომას…უბრალოდ გააკეთეთ საქმე, რომელშიც სამი კვირის წინ გადმოგერიცხათ ფული და ცოტა ნამუსი იქმონიეთ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ», - წერს მამუკა ლომაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „თეატრი ათონელზე“ ხანძრის შედეგად დაზიანდა. თეატრი საკუთარი ხარჯებით ცდილობს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას.

თეტარის ხელმძღვანელობამ, დახმარებისთვის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე