„კომფორტულია ქვეყანაში ცხოვრება, როცა იცი, რომ ადამიანი ხარ და არა - უბრალოდ საარჩევნო ხმა“

საქართველო, თბილისი - 15:36 | 17.03.2016
ნანახია: 1941

„მარტო ჩემი აქ არსებობა თუ მნიშვნელოვანია, მე აქ ვარ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ“,  - ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც უამრავი ნიჭიერი ხელოვანი ცხოვრობს , მოქმედების არეალი შეზღუდულია.

„ვერ ვხედავ ადამაინებს, კანონმდებლებს, მთავრობის წევრებს, ვისაც ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების სურვილი ამოძრავებთ. ადრე ვახერხებდი წელიწადში ერთი კონცერტის ჩატარებას, როცა მერია თანადამფინანსებელი იყო. ვიმეორებ, მე არ მჩვევია და არ შემიძლია ჩინოსნებთან და ბიზნესმენებთან თხოვნით მისვლა. კულტურის სამინისტროს არასწორედ აქვს პრიორიტეტები დალაგებული. ვიცი, რომ სამინისტროს ბიუჯეტი რამდენიმე ათეული მილიონია. აქედან ნახევარი მათივე სახელფასო ანაზღაურებას ხმარდება. გულწრფელად გეტყვით, ეს ჩემი პირველი ხმამაღალი განცხადებებია. საერთოდ ბევრ რამეზე ვერ ვსაუბრობ. ისეთი პროფესია მაქვს, და ისეთ ადგილებში მიწევს სიარული, მუდმივად ბეწვის ხიდზე გავდივარ. მუდმივად მაქვს დაუცველობის შეგრძნება და პროტესტს ძირითადად ჩემი შემოქმედებით გამოვხტავ“, - აცხადებს ნინო ქათამაძე

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კომფორტულია მისთვის საქართველოში ცხოვრება მომღერალი პასუხობს: „კომფორტულია ცხოვრება ქვეყანაში, როცა გაქვს შენი კონკრეტული ადგილი, როცა იცი, რომ შენ ხარ ადამიანი და არა - უბრალოდ საარჩევნო ხმა“, - აცხადებს „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში ქათამაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე