Nik-მა თვითშემკვრელი ბოტასის მოდელი წარმოადგინა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 17.03.2016
ნანახია: 1862

კომპანია Nik-მა წარმოადგინა ბოტასის მოდელი, რომლის ზონარიც ავტომატურად იკვრება.

HyperAdapt-ის მოდელის ბოტასის ზონარი მას შემდეგ შეიკვრება, რაც სპეციალური გადამცემი ფეხსაცმლის სრულ დატვირთვას დააფიქსირებს. ზონარის დარეგულირება გვერდებზე დამაგრებული ღილაკების მეშვეობით არის შესაძლებელი.

კომპანია ბოტასის მასობრივ გამოშვებას გეგმავს. გაყიდვების დაწყება 2016 წელს იგეგმება. ფეხსაცმლის ღირებულება ჯერჯერობით ცნობილი არ არის

ბოტასის გამოშვების იდეა 1989 წელს ფილმ ”უკან მომავალში-2”-ის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა. სურათის მთავარი გმირი სწორედ ასეთ ბოტასს ატარებს. მაშინ ასეთი ფეხსაცმელი Nike-მა დაკვეთით დაამზადა. სერიული წარმოების ნიმუშების შესაქმენლად კი კომპანიას 15 წელზე მეტი დასჭირდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე