ვინ გეგმავს არეულობას ტექნიკურ უნივერსიტეტში?!
საქართველო, თბილისი - 11:49 | 17.03.2016 ნანახია: 1597გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება პრესკონფერენცია თემებზე: არასამართლიანად ჩატარებული რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევნები, სასწავლო და სამეცნიერო პროცესში არსებული პრობლემები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
”გავრცელებული ანონსით, ირკვევა რომ თურმე ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში ტარდება პრესკონფერენცია. ზოგადად მსგავს ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მსგავსი ღონისძიება ჩვენ არ დაგვიგეგმავს, რაც იმას ნიშნავს რომ ანონსში მითითებული „გოდერძი“ თვითნებურად აპირებს შენობაში შეჭრას და იქ პრესკონფერენციის ჩატარებას. კატეგორიულად ვაცხადებთ რომ მსგავსს არეულობას, რაც როგორც ჩანს, ძალიან უნდა ბატონ გიოდერძის, არ დავუშვებთ! ბატონ გოდერძის და მის ჯგუფს შეუძლიათ ნებისმიერი საინფორმაციო სააგენტოს საპრესკონფერენციო დარბაზი დაიქირაოს და ჩაატაროს პრესკონფერენცია!
არ ვიცით ვინ არის „გოდერძი“, მაგრამ თუ ეს ბატონი არის ის პროფესორი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას, სამწუხაროა რომ პრეს-სპიკერის მოვალეობები აუღია საკუთარ თავზე. ადამიანმა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორობაზე ჰქონდა პრეტენზია და აპირებს „უსამართლობას“ ებრძოლოს უნდა იცოდეს, რომ მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა პირმა უნდა მოუგვაროს. ახლა რაც ეხება ბატონი გოდერძის დაანონსებული პრესკონფერენციის თემას. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა ერთხელ გასცა ამ აბსურდულ ე.წ. ბრალდებას პასუხი, თუმცა, როგორც ჩანს ე.წ. მოწინააღმდეგე მხარემ ეს ვერა და ვერ გაიგო, ამიტომ გავიმეორებთ:
2011 წლიდან საქართველოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორც „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ და მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით (ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველ არჩევნებზე). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები (2011 წელს #411 და 2013 წელს #190), სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები.
შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2016 წელს ჩატარებული სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად, კარგი იქნება პროფესორთა მცირე ნაწილი ვინც აპელირებს ამ თემაზე კანონს გადახედავდეს, სხვა დროს უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ.
აქვე დავძენთ, რომ რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბატონმა ტყეშელაშვილმა, საჩივრით მიმართა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს. სამინისტრომ, თავის მხრივ, შეისწავლა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და ტყეშელაშვილის ყველა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია! ტყელეშალშვილმა მიმართა ასევე სასამართლოს, ვიდრე მართლმსაჯულება თავის საბოლოო ვერდიქტს არ გამოაქვეყნებს, საქმეში წარმოდგენილი მეორე მხრისაგან, „ხმაური“, რომელსაც დღეს აპირებს „მხარე“ არის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.
დაბოლოს, გუშინ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტის სხდომა, სადაც პროფესორებმა მოისმინეს პროფესორ ნოდარ უღრელიძის პრეტენზიები, იგივე თემაზე, რაზედაც დღეს სურთ პრესკონფერენციის გამართვა. ბატონმა უღრელიძემ განაცხადა, რომ მას იურისტმა (არ დაუკონკრეტებია) უთხრა უნივერსიტეტში არჩევნები რომ გაყალბდა და იურისტის პოზიცია გაახმოვანა თსუ-სთან მიმდინარე აქციაზე ტელევიზიებთან. მან ბოდიში მოიხადა გაურკვევლობისათვის (სხდომის ვიდეო ჩანაწერი ინახება დეპარტამენტში) და დაეთანხმა ფაკულტეტს ეთიკის კომისიას განეხილა საკითხი. ამდენად, ცოტა უცნაურია „მხარის“ სურვილი დღეს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაატაროს პრესკონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის შენობაში შეჭრა, სასწავლო პროცესისათვის ხელის შეშლა, რაც დანაშაულია და რასაც არ დავუშვებთ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა