გიგლა აგულაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა განიხილა

საქართველო, თბილისი - 11:36 | 17.03.2016
ნანახია: 1415

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, „ეკოჰაბში“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა განიხილეს.  შეხვედრას ბიზნეს სექტორის,  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც რეფორმის ინსტიტუციურ, ტექნოლოგიურ და სამართლებრივ მიმართულებებს გაეცნენ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივა, „მწვანე ჩაი მინისტრთან ერთად“ მინისტრისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ პირთათვის შეხვედრის ორგანიზებასა და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე