”ბაიერნმა” ”იუვენტუსი”, ”ბარსელონამ” კი ”არსენალი” დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 09:14 | 17.03.2016
ნანახია: 2149

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართა. მიუნხენის ”ბაიერნმა” ტურინის ”იუვენტუსს” უმასპინძლა, ”ბარსელონამ” კი ”არსენალს”

”ბარსელონამ”, როგორც მოსალოდნელი იყო განსაკუთრებული პრობლემების გარეშე 3:1 დაამარცხა ”არსენალი” (ორი მატჩის ჯამში 5:1) და მეოთხედფინალში გავიდა.

”იუვენტუსი” –”ბაიერნის” მატჩში პირველი ტაიმი ”იუვენტუსმა” 0:2 მოიგო. გოლები პოლ პოგმამ და ხუან კვადრადომ გაიტანეს. მატჩის მეორე ნახევარი კი ”ბაიერნის” უპირატესობით წარიმართა, მატჩის 76-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა ანგარიშის შემცირება, შეხვედრის მიწურულს კი ტომას მიულერმა გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსვალენად დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებულ დროის 108-ე წუთზე გოლი ბაიერნის ფეხბურთელმა ტიაგო ალკანტარამ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში კინგსლი კომანმა დააფიქსირა - 4:2. ”ბაიერნი” მეოთხედფინალში იასპარეზებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე