ენერგოსექტორში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით რუსთავის მერი ენერგოომბუდსმენს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:25 | 16.03.2016
ნანახია: 1488

ენერგოსექტორში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია დღეს, ენერგოომბუდსმენს სალომე ვარდიაშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებს შეეხო. მხარეებმა რუსთავში, ენერგოსექტორში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ენერგოომბუდსმენის აპარატის ინიციატივით, 14 მარტს მომხმარებელთა უფლებების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები რეგიონების თვითმართველობებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს მართავენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე