სტალინის შვილიშვილის ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო

საქართველო, თბილისი - 14:31 | 16.03.2016
ნანახია: 4116

სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს სტალინის შვილიშვილის კრის ევანსის ფოტოსურათები. ფოტოები Facebook -ის გვერდზე კრისმა გასულ წელს გამოაქვეყნა, თუმცა პოპულარული მხოლოდ ახლა გახდა.

ფოტოზე ევანსი სათამაშო ავტომატითა და პისტოლეტებით პოზირებს. მხარზე ტყვიამფრქვევის ლენტი აქვს გადაკიდებული, აცვია ”შორტი” და დახეული კოლგოტი. ქამარზე დამაგრებული აქვს პლასტმასის ხელბორკილები და პლუშის პატარა დათუნია.

43 წლის ევანსი (ოლგა პიტერსი) სტალინის შვილის სვეტლანა ალილუევას ქალიშვილია. სვეტლანას ის უილიამ პიტერსთან ქორწინებაში შეეძინა. კრის ევანსი ამერიკაში ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ცხოვრობს.

დედამისი სვეტლანა 2011 წლის ნოემბერში აშშ-ში მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა. ევანსმა დედის სიკვდილი ძალიან განიცადა.

პაპის - სტალინის მიმართ კრისი ნეგატიურად არის განწყობილი. ფრანგულ გამოცემა Paris Match-თვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს რომ ”ალილუევები სტალინმა გაანადგურა”. ”ჩემი ოჯახი ჯუღაშვილები არიან - რუსები ქართული ფესვებით”, - აღნიშნავს ევანსი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე