„რისი ღირსია ახლა ეს „კუკარაჩა“... გაიცანით - კეწი დოლიძე ფარული კადრებით შანტაჟზე“ - ინგა გრიგოლია

საქართველო, თბილისი - 12:20 | 16.03.2016
ნანახია: 5949

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ქეთი დოლიძეს პასუხობს.

„რისი ღირსია ახლა ეს ,,კუკარაჩა“...აი, ამან უნდა თქვას ქალი ვარ და ლეჩაქი მხურავსო....ჯერ თითო სოფელს რომ ხუთი მილიონი მისცეს,ის დაითვალოს....მერე-მერიიდან და კულტურის სამინისტრიდან სულ ახლახანს მიღებული თანხები თავისი გაუგებარი ფესტივალისთვის და მერე ითვალოს სხვისი ხელფასი.....ჩვენ ამხელა მორალურ ტერორზე ვსაუბრობთ ,ვუპირისპირდებით და ეს ქალი კუკარაჩა რეებს წერს, უნდა ნახოს ყველამ.. აი, ესაა გაპრავების პიკი და საზოგადოების იმ ერთიანობასთან ღია დაპირისპირება, რასაც ბოლო დღეებშია ყველა ერთად ვუპირისპირდებით...მაშ ასე, ასე, გაიცანით--- კეწი დოლიძე ფარული კადრებით შანტაჟზე---დაკოპირებული ჩამიგდეს მისი სტატუსი,რომელიც მე მეძღვნება“, - წერს ინგა გრიგოლია და ქეთი დოლიძის პოსტს აქვეყნებს.

ქეთი დოლიძე: „ყველაზე ამაზრზენია ეს გაუთავებელი კომენტარები და გარჩევები. ამ ამაზრზენი კომპანიის მსხვერპლს სწორედ ისინი არ უფრთხილდებიან და იყენებენ თავისი პოპულისტური ხავილისთვის. იმის მაგივრად რომ ენა ჩაიგდონ და აღარ არჩიონ ეს ფაქტი საჯაროდ! ამაზე არ გიფიქრიათ? და ის დავიჯერო, რომ თვითონ რომ მაღალზე მაღალი ხელფასი გაქვს, შენ გეცოდება სირია და თურქეთის ტერაქტის მსხვერპლნი? გაათავეთ ეს საზიზღარი პოპულიზმი! გინდათ გამოიკვლიოთ? ამას ამდენი წივილი რად ჭირდება ღია ეთერში!!!! მიდით და გამოიკვლიეთ! ბაზრობაზე მდგარი და კრედიტის გადამხდელები გიგლეჯენ გულს? გაუყავით თქვენი ხელფასი და მორჩით ამ წივილ-კივილს... არავის თქვენი კივილის არ ეშინია!!!! მორჩა!------

,, p.s---ერთი რამ ვერ გავიგე მე,არავის თქვენი კივილის არ ეშინიაო,რომ წერს,რატომ მიიღო საკუთარ თავზე ჩემი მუქარა და აღშფოთება კადრების გამავრჩელებლებზე?




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე