„მგონია 90-ანი წლებია, ძველი ბიჭები „პალაჟენიას“ აყენებენ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველო, თბილისი - 16:17 | 15.03.2016
ნანახია: 1900

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"1 უნივერტეტის კადრებს ვუყურებ და მგონია 90-ანი წლებია. ძველი ბიჭები "პალაჟენიას" აყენებენ. ის რაც უნივერსიტეტში ხდება იმაზე მეტად საშიშია ვიდრე გვგონია.

  1. მცოცავმა ოკუპაციამ ტემპს აუჩქარა. რუსები მაგრად გრძნობენ რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.
  2. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ გოგა ხაინდრავას, რომელიც ფილმს იღებს მიშაზე, ათონელის რეზიდენცია საიდუმლო კონტრაქტით გადაეცა. ანუ წვდომა აქვს საიდუმლო მასალასთანაც?
  3. ვიღაც დაიჭირეს პირადი ცხოვრების კადრებზე. პროკურატურის ვერსია იმდენად ჰაკიმ ფაშური აღმოჩნდა, თავადვე უარყოფენ საკუთარ ვერსიას.
  4. ამასობაში მაესტრო წაიღეს.

ეს ყველაფერი იცით რას ჰგავს? ბავშვი რომ სახლში მშობლების გარეშეა და ურევს ყველაფერს. ახლა იმაზე ვნერვიულობ, რომ ასანთს არ მიაგნონ და არ გადაგვწვან.

‪#‎ხელისუფლებაგაიღვიძე!", - წერს ჟორჟოლიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე