მასტერქარდის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:26 | 15.03.2016
ნანახია: 5057

11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით, ვითიბი ბანკის კლიენტებს, რომლებსაც აქვთ ნებისმიერი ტიპის მასტერქარდ ბარათი, შეუძლიათ ჩაერთონ წამახალისებელ გათამაშებაში და მოიგონ მთავარი პრიზი, საგზური მილანში ორ ადამიანზე UEFA -ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად.

მასტერქარდ ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ტრანზაქცია შესაძლებელია გახდეს მომგებიანი. ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა გაატაროს მასტერქარდის ნებისმიერი ბარათი საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში განლაგებულ პოს-ტერმინალებში ან გამოიყენოს ის ონლაინ შესყიდვების დროს.

გათამაშება შედგება 2016 წლის 27 აპრილს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დოლურადან ბილეთების შემთხვევითი შერჩევით. 

მასტერქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია:

  • მომხმარებელი ფლობდეს ვითიბი ბანკის მიერ ემიტირებულ მასტერქარდის ნებისმიერი სახის   ბარათს
  • 11 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით გაატაროს მასტერქარდის ბარათი საქართველოსა და საზღვარგარეთ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების პოს-ტერმინალებში და ონლაინ შესყიდვების დროს.
  • განახორციელოს ტრანზაქცია ნებისმიერ თანხაზე



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე