შსს სოლიდარობის ფონდის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად რჩება

საქართველო, თბილისი - 10:28 | 15.03.2016
ნანახია: 1555

„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და შს სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. სოლიდარობის ფონდში დონაციას შსს-ს 16 ათასზე მეტი თანამშრომელი სისტემატურად ახორციელებს. მათ მიერ ფონდში შეტანილი თანხის ოდენობა ყოველთვიურად 60 ათას ლარს აჭარბებს. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქველმოქმედო სოციალური პროექტის მეშვეობით, სოლიდარობის ფონდში უკვე 40 ათას ლარზე მეტი გადაირიცხა.
2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 55 000-ზე მეტი მხარდამჭერისა და 24 კერძო კომპანიის დახმარებით, საერთო ჯამში 5 963 960 ლარის მობილიზება მოახდინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე