ხარკოვში რუსეთმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 31.10.2024
ნანახია: 2920

რუსეთი ძალებმა ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანეს, დაიღუპა ორიდა  დაშავდა 34 ადამიანი.

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვამელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფომაციით,ოკუპანტებმა ხარკოვის სალტოვოს რაიონი დაბომბეს.

დაინგრა მრავალსართულიანი სახლის ორი სართული და სადარბაზო. გაჩნდა ხანძარი. სინეგუბოვის თქმით, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. ზედა სართულებზე მცხოვრებლები არიან დარჩენილი. დაშავებულებს შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორისაა 11 წლის ბავშვი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე